საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია - Palitra News

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

2021-02-08 09:27:18+04:00

ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე მაღაზიაზე იყო გავრცელებული და ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე 9 სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.