საქართველოში პირბადის ღია და დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ტარების ვადის გახანგრძლივება იგეგმება - Palitra News

საქართველოში პირბადის ღია და დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ტარების ვადის გახანგრძლივება იგეგმება

2021-02-15 09:01:00+04:00

საქართველოში პირბადის ღია და დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ტარების ვადის გახანგრძლივება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

დღეს მოქმედი კანონით, პირბადის ტარება სავალდებულო 2 მარტამდეა, თუმცა კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში იქნება პირბადის ტარება სავალდებულო, ეს საკითხი კანონპროექტის განხილვების დროს დაზუსტდება. კანონპროექტი ისევ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას 20 ლარის ოდენობით პანდემიის ან ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.

ამასთან, კანონპროექტით ისევ განსაზღვრული იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა 50 ლარის ოდენობით პანდემიის ან ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის.