იქნება თუ არა ზურაბ პოლოლიკაშვილი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი - კახა კალაძის პირველი კომენტარი - Palitra News

იქნება თუ არა ზურაბ პოლოლიკაშვილი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი - კახა კალაძის პირველი კომენტარი

2021-03-12 15:10:49+04:00

თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თამახმად, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა, გაეროში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იყოს.

კალაძის განმარტებით, მერობის კანდიდატის დასახელებამდე შვიდი თვეა დარჩენილი და ის საკუთარ საქმიანობას აგრძელებს.

კითხვაზე: იქნება თუ არა ზურაბ პოლილიკაშვილი მერობის კანდიდატი, კალაძემ განაცხადა რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.