კორონავირუსის პრევვენციის მიზნით, აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყო. პირველი აცრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გაიკეთა.
ნიჟარაძე ექიმებს ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთვისკენ მოუწოდებს.
მინისტრის ინფორმაციით, აჭარაში ვაქცინაციის ცხრა კაბინეტი მოქმედებს, რომელიც რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში არის მოწყობილი. მისივე თქმით, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციას ჩაიტარებს.