გიორგი ბოტკოველი - ვიდრე ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებს, "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ არჩევნებზე საუბარს არ აპირებს - Palitra News

გიორგი ბოტკოველი - ვიდრე ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებს, "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ არჩევნებზე საუბარს არ აპირებს

2021-04-30 15:57:42+04:00

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის თქმით, ვიდრე ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებს, "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ არჩევნებზე საუბარს არ აპირებს. მისი თქმით, როდესაც პარტიის თავმჯდომარე გამოვა საპატიმროდა ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს "ნაციონალური მოძრაობა" ბრძოლას.

გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ვიდრე ნიკა მელია არ იქნება თავისუფლებაზე, მანამდე პარლამენტში შესვლაზე მსჯელობა ზედმეტია.