ბადრი ჯაფარიძე - თამარ ჟვანია ვერ ჩაატარებს არჩევნებს, არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია, რადგან 10 ახალი წევრი დაინიშნება - Palitra News

ბადრი ჯაფარიძე - თამარ ჟვანია ვერ ჩაატარებს არჩევნებს, არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია, რადგან 10 ახალი წევრი დაინიშნება

2021-05-20 13:02:52+04:00

დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თამარ ჟვანია არჩევნებს ვერ ჩაატარებს, რადგან არჩევნების ჩატარება ახალ ადმინისტრაციას მოუწევს, რომელიც 10 ახალი წევრისგან იქნება დაკომპლექტებული.

ჯაფარიძემ საარჩევნო რეფორმა შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციური პარტიები ყველა შესაძლებლობას სრულად გამოიყენებენ, თვითმართველობის არჩევნები სრულიად ახალი ტიპის იქნება.