გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც ამნისტიის კანონით ნიკა მელიას საქმე უნდა დაიხუროს - Palitra News

გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც ამნისტიის კანონით ნიკა მელიას საქმე უნდა დაიხუროს

2021-05-26 15:17:48+04:00

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაადასტურა, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც ამნისტიის კანონით უნდა დაიხუროს ნიკა მელიას საქმე. მისი განმარტებით, "სტრატეგია აღმაშენებელი" საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებს. შეგახსენებთ, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე აღარ გავიდა. ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე 27 მაისს სამუშაო კონსულტაციები გაიმართება.