სოზარ სუბარი - ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს ნათელი მოფინოს და თავის პოზიცია მკაფიოდ გაამჟღავნა - Palitra News

სოზარ სუბარი - ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს ნათელი მოფინოს და თავის პოზიცია მკაფიოდ გაამჟღავნა

2021-06-07 13:23:08+04:00

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და ღალატისთვის, რაც ჩაიდინა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წევრები პირველივე წუთიდანვე ამბობდნენ, რომ ის რაც გააკეთა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იყო ღალატი საქართველოსა და გუნდის წინაშე.

სუბარი აღნიშნავს რომ ვიღაცები დადიოდნენ და ავრცელებდნენ, რომ თითქოს ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა და ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, კითხვები აღარავის დარჩა.