"სოპრანოს კლანის" პრიქველის ტრეილერი გამოქვეყნდა - Palitra News

"სოპრანოს კლანის" პრიქველის ტრეილერი გამოქვეყნდა

2021-07-04 12:01:02+04:00

ვიდეოსერვის HBO Max-ზე სერიალ „სოპრანოს კლანის“ პრიქველის ტრეილერი გამოქვეყნდა. კრიმინალური დრამის „ნიუარკის ბევრი წმინდანი“ The Many Saints of Newark მსოფლიო პრემიერა 1-ელ ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ფილმში მოქმედება 1960-იან წლებში ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში ვითარდება. მთავარი გმირი ახალგაზრდა ტონი სოპრანოა, რომლის როლსაც ჯეიმს განდოლფინის (სერიალში ტონი სოპრანოს როლის შემსრულებელი) ვაჟი - მაიკლ განდოლფინი ასრულებს.

ფილმის რეჟისორია ალან ტეილორი, როლებს კი ვერა ფარმიგა, ჯონ ბერნტალი, ბილი მაგნუსენი, რეი ლიოტა, ლესლი ოდომ უმცროსი და სხვები ასრულებენ.