პარლამენტი, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის 2/3-იანი კვორუმით არჩევას კიდევ ერთხელ ეცდება. საკითხი დღის წესრიგში ასახულია. პირველი კენჭისყრა 18 ივლისის სხდომაზე გაიმართა, თუმცა კვორუმად დადგენილი 100 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
ამასთან, გამოკვეთილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერა - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცენტრალური სარჩევნო კომისიის წევრად “ქართული ოცნება“ გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს.
საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.