ჯასტინ ბიბერი ყველაზე ახალგაზრდა სოლო შემსრულებელი გახდა რომელმაც 100-ჯერ შეძლო ჰიტ-აღლუმში მოხვედრა - Palitra News

ჯასტინ ბიბერი ყველაზე ახალგაზრდა სოლო შემსრულებელი გახდა რომელმაც 100-ჯერ შეძლო ჰიტ-აღლუმში მოხვედრა

2021-07-25 14:02:28+04:00

ავსტრალიელი რეპერის The Kid LAROI ახალმა კომპოზიციამ Stay, რომელშიც კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი მონაწილეობს, ბილბორდის ცხელ ასეულში მესამე პოზიცია დაიკავა. შედეგად ბიბერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სოლო შემსრულებელი გახდა, რომელმაც 100-ჯერ შეძლო ჰიტ-აღლუმში მოხვედრა. მომღერალმა ამ წარმატებას 27 წლისა და ოთხი თვის ასაკში მიაღწია, მანამდე რეკორდი მის თანამემამულე ჰიპ ჰოპ არტისტს, დრეიქს ეკუთვნოდა.