ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის ცენტრების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
უწყების ინფორმაციით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცში;
ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში;
„ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგში;
სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლში"
მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.