დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება - Palitra News

დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება

2021-08-21 14:19:32+04:00

ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება. აღნიშნულის შესახებ პალიტრანიუსს დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა. დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება გუშინ დაიწყო.

როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.