მმართველი გუნდის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში ირაკლი ხელაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა - Palitra News

მმართველი გუნდის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში ირაკლი ხელაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

2021-08-28 13:55:59+04:00

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო სხვადასხვა ტიპის პროექტებში ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერებას. ირაკლი ხელაძემ ყურადღება გაამახვილა სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე.