ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული ჩვილის მდგომარეობა მძიმეა - Palitra News

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

2021-09-11 18:41:49+04:00

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული 110 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც პალიტრანიუსს კლინიკის დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, 40 დღის ბავშვი მართვით სუნთქვაზე უკვე ორი კვირაა რაც იმყოფება. ის ციციშვილის კლინიკაში სხვა საავადმყოფოდან გადაიყვანეს. საერთო ჯამში კი ციციშვილის კლინიკაში 110 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის არინ როგორც ბავშვები, ასევე მათი დედები.