წამახალისებელი ლატარიის „აიცერი და მოიგეს“ პირველი 160 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ ჯამში 20 000 ლარი მოიგეს - Palitra News

წამახალისებელი ლატარიის „აიცერი და მოიგეს“ პირველი 160 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ ჯამში 20 000 ლარი მოიგეს

2021-09-14 16:20:21+04:00

stopcov.lotto.ge-ზე ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ პირველი გათამაშების შედეგები ცნობილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლატარიის კომპანიიდან აცნობეს, გათამაშება 12:00 საათზე შედგა ვებ-ვერდზე stopcov.lotto.ge- ,,აიცერი და მოიგე’’. გამოვლენდა 160 მოგებული, რომელთა შორის 500 და 100-ლარიანი მოგებაა გადანაწილებული.

ხარაგაული, თბილისი, სამტრედია, საგარეჯო, ბათუმი, ახალციხე და ა.შ. მოგებულები მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე ცნობილია. დღემდე ყველა, თუნდაც ერთხელ აცრილ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოგების გადამოწმება - ვებგვერდზე stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრით.