თავდაცვის მინისტრი, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებთან ერთად, პარაშუტით გადმოხტა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ პარაშუტით წყალზე დესანტირებამდე წინა მოსამზადებელი პერიოდი გაირა, რაც თეორიულ, პრაქტიკულ და უსაფრთხოების ელემენტებს მოიცავდა.
პარაშუტით ხტომა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის კუთვნილი მოდერნიზებული და განახლებული საფრენი აპარატიდან განხორციელდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საპარაშუტო მომზადების 21 დღიან პროგრამას გადის.