ბათუმში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. დატბორილია აღმაშენებლის ქუჩის ერთი მონაკვეთი და მიმდებარე კომერციული ფართები. ადგილობრივები ზარალზე საუბრობენ და შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, ბათუმის დატბორვის მიზეზი მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებია.
ამ დროისთვის რამდენიმე ლოკაციაზე წყლის ამოტუმბვა და ზღვაში შემავალი არხების გაწმენდა მიმდინარეობს ამასთან, ძლიერმა წვიმამ მეწყრული პროცესები გამოიწვია მაღალმთიან აჭარაშიც.
მეწყრული პროცესი ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გავითარდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები.