ნიგერიაში მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა, დაღუპულია მინიმუმ 6 და დაკარგულია 100-მდე ადამიანი - Palitra News

ნიგერიაში მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა, დაღუპულია მინიმუმ 6 და დაკარგულია 100-მდე ადამიანი

2021-11-02 12:24:59+04:00

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 22-სართულიანი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 100-მდე ადამიანი. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შენობის ნანგრევებში მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები არიან მოყოლილი.

სამაშველო სამუშაოები, რომელიც გუშინ გვიან ღამით დაიწყო, დღესაც გრძელდება.