ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში დღევანდელი მონაცემებით 112 კოვიდპაციენტია მოთავსებული, მათგან რეანიმაციაში 17 პაციენტი მკურნალობს. ამ დროისთვის მათგან არცერთი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება. კლინიკაში 6 მშობელი გადის მკურნალობას და მათგან ინფიცირებულია მხოლოდ 4, ორ პაციენტს კი - სიმპტომები არ გამოვლენია.