საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN სტატიას აქვეყნებს.
საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და რეიტინგულ მედია პლატფორმებზე მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.