დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერი და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები წარადგინა.
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ. მერიის ადმინისტრაციას ვალერი ჭიღლაძე უხელმძღვანელებს.
თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი წარმართავს, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად წარდგენილია ლევან ჯღარკავა; ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძე. არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება თეიმურაზ ბოლოთაშვილი.