რომის იმპერატორ კალიგულას წვეულებისთვის განკუთვნილი მდიდრული გემიდან შემორჩენილ უძველეს, იშვიათ და ძვირფას მოზაიკურ ნამუშევარს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბინაში 50 წლის განმავლობაში ყავის მაგიდად იყენებდნენ.2013 წელს უძველესი მარმარილოსა და ქვის ექსპერტი დელ ბუფალო თავის წიგნზე, სახელად Porphyry, ხელს აწერდა, რომელშიც უძველესი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ფოტოებია წარმოდგენილი, მათ შორის იყო დიდი ხნის წინ დაკარგული კალიგულას მოზაიკაც."მაგიდას ქალი და ახალგაზრდა ბიჭი მოუახლოვდა, რომელმაც თქვა: "რა ლამაზი წიგნია. ოჰ, ჰელენ, შეხედე, ეს შენი მოზაიკაა". ქალმა კი დაუდასტურა, რომ ნამდვილად ასე იყო", — იხსენებს დელ ბუფალო.ასე დაადგინა იტალიელმა ექსპერტმა, რომ ნიუ-იორკელმა ხელოვნების დილერმა და გალერეის მფლობელმა ჰელენ ფიორატიმ ქმართან ერთად მოზაიკა 1960-იან წლებში იტალიური ოჯახისგან შეიძინა და ყავის მაგიდად აქცია.