11:39
30 ნოემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
18 სავალუტო აუქციონი და რეკორდული მოცულობით გაყიდული დოლარი - რა თანხა მიაწოდა სებ-მა ბაზარს
26-10-2020

2020 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა და ოფიციალურმა გაცვლითა კურსმა დოლართან მიმართებით 3 ლარი და 21 თეთრი შეადგინა. ჯამში, 13 მარტიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სებ-მა ბაზარს 569 მილიონ 650 ათასი დოლარი მიაწოდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი ლარი დოლართან მიმართებით 22 პუნქტით გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა წელს აუქციონზე გაყიდული თანხის მოცულობით 10-წლიანი რეკორდი მოხსნა. აქამდე ყველაზე მეტი დოლარი ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მხოლოდ 2010 წელს მიაწოდა, მაშინ სავალუტო აუქციონი 33-ჯერ გაიმართა და ჯამში, 331 მილიონ 200 ათასი დოლარი გაიყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელთან შედარებით, 2010 წელს სებ-ს დოლარი ბაზარზე მცირე რაოდენობით გამოჰქონდა. ყველაზე მინიმალური მოცულობის თანხა 2 მილიონი დოლარი იყო, ხოლო მაქსიმალური - 20 მილიონი. წელს კი, მინიმალური იყო 20 მილიონი დოლარი, მაქსიმალური კი 40 მილიონი.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი წელს პირველად 13 მარტს გაყიდა და დღემდე ბაზარს დოლარი 18-ჯერ მიაწოდა, საუბარია, ჯამში 569 მილიონ 650 ათას დოლარზე.

როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.

AutoPlay
Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას 2021 წლის დასაწყისში ჩაუშვებს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
იაპონელებს მთავრობა ელექტრომობილების შესაძენად ფულს გადაუხდის
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
2020 წელს მსოფლიოში 1000-ზე მსხვილი კომპანია კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
იანვარ-ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა, ხოლო გათხევადებული აირების - გაიზარდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი 14%-ით, საექსპორტო ფასი კი 4%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები