„მარგალიტები“ ახალგაზრდა ქართველი მწერლის მარიამ გურგენიშვილის სადებიუტო რომანია, სადაც მოქმედება საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში, 90-იანი წლების თბილისში ვითარდება - Palitra News

„მარგალიტები“ ახალგაზრდა ქართველი მწერლის მარიამ გურგენიშვილის სადებიუტო რომანია, სადაც მოქმედება საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში, 90-იანი წლების თბილისში ვითარდება

2021-12-02 10:51:01+04:00

„მარგალიტები“ ახალგაზრდა ქართველი მწერლის მარიამ გურგენიშვილის სადებიუტო რომანია. წიგნი “„პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2021“-ის ფარგლებში გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მწერალმა მხოლოდ ფინალისტის სტატუსი მოიპოვა, „მარგალიტები“ კონკურსის ფარგლებს მიღმა ჟიურისა და გამომცემლობის რჩეული ნამუშევარი გახდა.