ეს არის პროპაგანდისტული ბრალდება, რასაც ძალიან წარმატებით იყენებენ სამთავრობო მედიები, რომლებიც ცდილობენ, რომ კორუფციასთან დაკავშირებული იარლიყი მიარტყან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სინამდვილეში ეს არის აბსურდული ბრალდება,- ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თანხების გაფლანგვის საქმე, რომელიც საქალაქო სასამართლოში დღეს განიხილება.
ამასთანავე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარის უპირველესი ამოცანა სასამართლოში მიმდინარე საქმეების საჯაროობა, რის გამოც ისინი ყველა პროცესზე დააყენებენ პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შუამდგომლობას.
საძაგლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დიდხანს მაინც არ გაჩერდება ციხეში.