რა ოდენობის ჯარიმა დაგეკისრებათ ტაქსიში, კატერსა და კერძო ავტომობილში მოწევის შემთხვევაში - Palitra News

რა ოდენობის ჯარიმა დაგეკისრებათ ტაქსიში, კატერსა და კერძო ავტომობილში მოწევის შემთხვევაში

2021-12-03 08:21:51+04:00

ტაქსიში თამბაქოს მოწევა აიკრძალება. აკრძალვა გავრცელდება კერძო ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება. თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი. ამასთან დაკავშირებით "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით შემოდის ადმინისტრაციული ჯარიმები. კერძოდ, წესდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით ტაქსის და კატერის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ასევე, ამ მოთხოვნის აღუკვეთელობისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმა გავრცელდება როგორც მგზავრზე ასევე მძღოლზე, ვინც კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას დაარღვევს.

ამასთან, წესდება 50 ლარიანი ჯარიმა მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას. აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის კი კანონპროექტი ჯარიმების გაორმაგებას ითვალისწინებს.