„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც თბილისის საკრებულოში პარტიული სიის პირველი ნომერია, საკრებულოს პირველ სხდომაზე არ მივიდა. ბადრი ჯაფარიძე საკრებულოს მანდატს ტოვებს. სავარაუდოდ, საკრებულოში, მას „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე შეცვლის.