ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს "ფინტენოს“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.სებ-ის ცნობით, შპს "ფინტენოს“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ ფიზიკური პირების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, "ფინტენოს“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იურიდიული პირების შემთხვევაში კი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი და "ფინტენოს“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.ამასთან, სებ-ის ცნობით, აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.