იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები 1-დან 10 იანვრის ჩათვლით ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ - Palitra News

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები 1-დან 10 იანვრის ჩათვლით ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ

2021-12-29 14:10:16+04:00

მიუხედავად უქმე დღეებისა, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები 1-დან 10 იანვრის ჩათვლით ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

მომხმარებლისთვის სრულად იქნება ხელმისაწვდომი მობილური იუსტიციის სახლის ავტომანქანებიც, რომლებიც საქართველოს 6 რეგიონის სოფლებს ჩვეული გრაფიკითა და პერიოდულობით მიაკითხავენ.

ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე დაისვენებენ.