“აწმყოს ძალა“ ცნობილი გერმანელი ავტორის, სფიქერისა და სულიერი ლიდერის, ეკჰარტ ტოლეს ბიზნეს ლიტერატურაა. წიგნის ორიგინალი 1997 წელს მილიონიანი ტირაჟით, გამომცელობა „ნამასტეს“ მიერ კანადაში გამოიცა, ხოლო, 1999 წელს ნიუ-იორკში New world library-ის მიერ ხელახლა დაიბეჭდა და ის დღემდე ნათარგმნია 33 ენაზე.
„აწმყოს ძალა“ სულიერი განმანათლებლობის გზამკვლევ წიგნადაა მიჩნეული, სადაც ეკჰარტ ტოლე განიხილავს ყოფიერების, აზროვნებისა და სულიერების საწყისებს, რათა მარტივი გახადოს ადამიანებსითვის საკუთარი თავისა და დანიშნულების შეცნობა. წიგნში ავტორი ცდილობს აჩვენოს, რომ კაცობრიობის ყველა პრობლემა გონებიდან მოდის. უფრო ზუსტად კი, ეს პრობლემები გონებასთან ჩვენი თავის გაიგივების შედეგს წარმოადგენს. როგორ აყენებს არასწორი ფიქრი და რეალობის მიუღებლობა კაცობრიობას უამრავ ტკივილს, ასევე, როგორ იცხოვრონ ადმიანებმა ისეთი ცხოვრებით, რომელიც შეამცირებს მათ ტანჯვას- ავტორის თეორიის თანახმად, იმისათვის, რომ აწმყოს ძალაში შესვლა შესაძლებელი გახდეს, ადამიანებმა ანალიტიკურ გონებასა და მათ მიერ შექმნილ, ყალბ „მე“-ზე ანუ ეგოზე - უარი უნდა თქვან.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ 2021 წელს სერია “ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში და ქართველი მკითხველისთვის ხელიმსაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და, ასევე, პალიტრა ელის ვებგვერდზე palitraL.ge.