სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს.
სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით თომსარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მედიაციისა და მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა და 17 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 390 ადამიანი გაიფიცება.
პროტესტი კი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.