გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის სასამართლოების საშუალებით შევძლოთ სააკაშვილის უფლებების დაცვა და ეფექტური აღდგენა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე სააკაშვილთან ერთად განიხილავენ თავისუფლების აღკვეთის შემდეგ მის წინააღმდეგ განხორციელებულ კანონის სრულ უგულებელყოფას, კერძოდ, "ადვოკატებთან კომუნიკაციის გაურკვევლად შეზღუდვას, ბარიერების აღმართვას და ექიმების მიერ მისი მონახულების აკრძალვას, რაც ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი არაადამიანური მოპყრობაა".