შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ადამიანებს აწყობთ, რაც უფრო დიდი ხანი იქნება მიხეილ სააკაშვილი დღის წესრიგში, “ოცნებას" საქმე უჩნდება - ნათია მეზვრიშვილი ხელისუფლებაზე - Palitra News

შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ადამიანებს აწყობთ, რაც უფრო დიდი ხანი იქნება მიხეილ სააკაშვილი დღის წესრიგში, “ოცნებას" საქმე უჩნდება - ნათია მეზვრიშვილი ხელისუფლებაზე

2022-01-19 12:17:16+04:00

სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ან ატყუებს მოქალაქეებს ან დამალულები არიან ეს ადამიანები და თამამად გამოწვევებზე ვერ საუბრობენ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს "ქართული ოცნების" დღის წესრიგში მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი დგას და აუცილებელია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან აქცენტი გაკეთდეს ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე არსებულ პრობლემებზე.