ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 7.2 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 15 000 ადამიანი გარდაიცვალა, - ამ ინფორმაციას პანამერიკულ ჯანდაცვის ორგანიზაცია (PAHO) ავრცელებს.
კარიბის ზღვის რეგიონში ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მკვეთრი ზრდა ფიქსირდება პანდემიის დაწყების დროიდან. ბრაზილიაში, გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 137 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მატულობს შეერთებულ შტატებსა და კანადაშიც.
პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში მოსახლეობის 60%-ზე მეტი სრულადაა ვაქცინირებული, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი ყველა რეგიონში სწრაფად ვრცელდება.