დიდთოვლობა გურიაში - თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - Palitra News

დიდთოვლობა გურიაში - თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

2022-01-21 09:23:14+04:00

დიდთოვლობა გურიაში. თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება გურიაში. პროცესი გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პრობლემის დროულად მოსაგვარებლად რამდენიმე უწყების წარმომადგენლები - საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მუნიციპალური სამსახურები, საპატრულო, სამაშველო და პოლიცია - ერთად მუშაობენ.