იმუნური სისტემის გაუმჯობესება თუ ბავშვისთვის საფრთხის შექმნა. 9 თვის დემეტრეს ვარჯიშს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი აღზრდის მეთოდებს აკრიტიკებს და მშობლებს პედიატრთან ვიზიტისკენ მოუწოდებს.დემეტრეს მამის თქმით, ვიდეოზე ასახული ვარჯიში მაუგლის მეთოდით აღზრდის ერთ-ერთ კომპონენტს შეადგენს, რომელიც საქართველოში არც ისე ახალი პრაქტიკაა.დემეტრეს მამის, თორნიკე ბესტაევის თქმით, მისი შვილი საქართველოში ე.წ. მაუგლის მეთოდის დამფუძნებელ ქეთევან მერებაშვილთან, 4 დღიდან ვარჯიშობს.ვარჯიში და არა მკურნალობა, მათ შორის დიდი განსხავავებაა. თორნიკეს თქმით, მის შვილს მკურნალობა არც არასდროს დასჭირვებია, ვინაიდან მისი გაკაჟებული ორგანიზმი მედიკამენტების მიღებას არ საჭიროებს.