გორში სოციალურად დაუცველი ოჯახები აქციას მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 80-მდე ოჯახი ავარიულ შენობაში ცხოვრობს. მათი თქმით, საკითხზე ინფორმირებულია მუნიციპალიტეტის მერია, თუმცა რეაგირება არ აქვთ.