"ამერიკული აფიორა", "დალასის მყიდველთა კლუბი" და "არგო" - "რეალური კინო" ანუ ფილმები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაზე, თავგადასავლებზე, გახმაურებულ კრიმინალურ ქრონიკასა და მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზეა დაფუძნებული - Palitra News

"ამერიკული აფიორა", "დალასის მყიდველთა კლუბი" და "არგო" - "რეალური კინო" ანუ ფილმები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაზე, თავგადასავლებზე, გახმაურებულ კრიმინალურ ქრონიკასა და მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზეა დაფუძნებული

2022-03-25 12:30:31+04:00

ჟანრებისა და თემების მრავალფეროვნების, განსხვავებული ესთეტიკისა და სტილისტიკის მიუხედავად, სინამდვილეში რეჟისორები მხოლოდ ორ კატეგორიად იყოფიან, რადგან ნაწილი გამოგონილ, ხშირად დაუჯერებელ ფანტასტიკურ ისტორიებს ანიჭებს უპირატესობას, ნაწილი კი, რეალურ ცხოვრებაში ეძებს თავგადასავლებს და მნიშვნელოვანი ისტორიულიმოვლენის ან გახმაურებული კრიმინალური ქრონიკის საფუძველზე აგებსსაკუთარი ფილმის სიუჟეტს. „რეალური კინოს“ მიმდევრები აღმოჩნდნენ დევიდ რასელი, ჟან-მარკ ვალე და ბენ აფლეკიც, რომელთაც აქტუალურ სოციალურ საკითხებზე, პოლიტიკურ და კრიმინალურ სკანდალებზე გაამახვილეს ყურადღება.