პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა - Palitra News

პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა

2022-04-12 12:50:09+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი - 1993 წელს დაბადებული პირი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.