პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ საუბრობს ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვის საჭიროებაზე. ჯაფარიძის თქმით, უკრაინას სჭირდება მაქსიმალური თანადგომა და სამწუხარია რომ "ლელოს" ინიციატივას, რომელიც ზელენკის საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვას გულისხმობდა, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.
ჯაფარიძემ სანქციების ნაწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია ვერ გახდება და არ უნდა გახდეს ისეთი პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდების გამტარი ქვეყანა, რომელიც სანქცირებულია.