აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის 22 მონაწილე დააკავეს - Palitra News

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის 22 მონაწილე დააკავეს

2022-05-07 12:25:16+04:00

გუშინ, ბათუმში ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე 22 პირი დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაშ გადაიყვანეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც პოლიციელებმა გაშლილი კარვების ტერიტორიიდან გატანა სცადეს.