მამუკა ხაზარაძე - 3 წელზე მეტია, ივანიშვილი თავისი პროკურატურით ცდილობს, რომ ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა! - Palitra News

მამუკა ხაზარაძე - 3 წელზე მეტია, ივანიშვილი თავისი პროკურატურით ცდილობს, რომ ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა!

2022-05-27 18:25:18+04:00

სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე შესავალ სიტყვებს წარმოთქვეს. პროცესს ესწრებოდა სამივე მსჯავრდებული. მამუკა ხაზარაძე, ბიძნა ივანიშვილს მის მიმართ პროკურატურის მეშვეობით ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ახლა იმ სისტემის სრული ლუსტრაცია მიმდინარეობს, რომელიც ერთი კაცის მიერაა მართული.