საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. ვაკო ყაზაიშვილმა დღეს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჯამში 29 ფეხბურთელი იყო ჩართული. საქართველოს ნაკრები 31 მაისს საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს. ამის შემდეგ, 1-ელ ივნისს საქართველოს და გიბრალტარის ნაკრებთა ვარჯიში დინამო არენაზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს 20:00-ზე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ მატჩს გამართავს, C ლიგის მე-4 ჯგუფში, მეტოქე გიბრალტარია. 5 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთს ესტუმრება, 9-ში - ჩრდილოეთ მაკედონიას, ხოლო 12-ში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ერთა ლიგის ორი შეხვედრა შემოდგომით გაიმართება. ჯგუფის გამარჯვებული B ლიგაში გადადის და ევრო 2024-ის პლეი ოფის საგზურს იბევებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.