საქართველოში 1 კუბური მეტრი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი 2021 წელს 55 თეთრი იყო, რაც სამეზობლოს ქვეყნებს შორის მეორე ყველაზე დაბალი შედეგია - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2021 წლის ანგარიშში.
საქართველოზე დაბალი ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, აზერბაიჯანშია, სადაც 1 კუბური მეტრის ფასი 28 თეთრია.
რაც შეეხება სხვა მეზობლებს, თურქეთსა და სომხეთს, სემეკის მონაცემებით, ამ ქვეყნებში გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები, შესაბამისად, 80 თეთრი და 1.06 ლარია. რაც შეეხება რუსეთს, იქ გაზის დიფერენცირებული ტარიფები მოქმედებს, თუმცა საშუალო ღირებულება 1 კუბურ მეტრზე 26 თეთრიდან 36 თეთრამდეა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ბიზნესს ბუნებრივი აირი უძვირდება. თბილისში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი 25 თეთრით გაძვირდება და ახალი ტარიფი 1.35 ლარით განისაზღვრება, რეგიონებში კი ტარიფი 1.38 ლარი იქნება.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თანახმად, 2023 წლიდან ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვისაც მოსალოდნელია.