გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 3 პირს ბრალი წარედგინა. მათ პროკურატურა გუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობას ედავება. ერთი პირის მიმართ კი გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.