ისტორიაში პირველად, ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს - Palitra News

ისტორიაში პირველად, ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

2022-06-20 20:32:59+04:00

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტად ისტორიაში პირველად, "საქართველოს წითელი ჯვრის" პრეზიდენტი ნათია ლოლაძე აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი ჟენევაში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე, კენჭისყრაში მონაწილე 192 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა. ნათია ლოლაძე ევროპის რეგიონში გაერთიანებული 53 ქვეყნის ეროვნულ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მანამდე ის „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა“ საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრად იყო არჩეული.