სათვალე - მინის წარმოებასა და მის მრავალმნიშვნელოვან ფუნქციებზე ჩვენს ყოველდღიურობაში. მინის შესაძლებლობები ოპტიკურ მოწყობილობებში კიდევ ერთი მხარეა, რაც ამ აღმოჩენას უფრო დიდ დატვირთვას მატებს. დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით, თუ როგორ იქცა მინის პატარა ნაჭერი ჩვენი მხედველობის გასაუმჯობესებელ საშუალებად. გადაცემაში სათვალის ევოლუციის მინიმუმ 10 საუკუნოვანი ისტორია ამ ნივთის როგორც დამხმარე ასევე მოდურ აქსესუარად ფორმირების გზას განვიხილავთ. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ უფერული მინის წარმოება 1334 წლიდან დაიწყეს, გარკვეული კითხვები ჩნდება თავად გამადიდებელი მოწყობილობის დაბადების ადგილთან დაკავშირებითაც. ამოზნექილი ლინზების გამოყენება გადიდებული გამოსახულების შესაქმნელად აღწერილი იყო პტოლემეოსის ნაშრომში „ოპტიკა“ სადაც ლინზების შესახებ საინტერესო ფაქტებია და სადაც მითითებულია ინფორმაცია, რომ ევროპაში მე-12 საუკუნიდან გახდა ხელმისაწვდომი, რაც ე.წ. „საკითხავი ქვების“ გამოჩენას ემთხვევა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში მორიც ფონ რორმა და ზეისმა შექმნეს Zeiss Punktal სფერული წერტილის ფოკუსის ლინზები, რომლებიც დომინირებდნენ სათვალეების ლინზების ბაზარზე მრავალი წლის განმავლობაში. 2008 წელს ჯოშუა სილვერმა შექმნა სათვალე რეგულირებადი მაკორექტირებელი საშუალებებით. ისინი მუშაობენ ჩაყენებული შპრიცის გამოყენებით სილიკონის ხსნარის გადატუმბვით მოქნილ ლინზაში. მათი დახმარებით მომხმარებელს შეეძლო გამოსახულების რეგულირება, რაც ძალიან კომფორტული გახლდათ.
კონტაქტური ლინზების და ლაზერული მაკორექტირებელი თვალის ქირურგიის მზარდი პოპულარობის მიუხედავად, სათვალე მაინც გავრცელებულია, რადგან მათი დამზადების ტექნოლოგია გაუმჯობესდა და გარკვეულ სიტუაციებში უფრო პრაქტიკულია. ასეა თუ ისე რამდენიმესაუკუნოვანი ევოლუციის გზა საინტერესო მიგნებებით გაიარა და კვლავ განაგრძობს განვითარებას მათთვის, ვისაც ამ ნივთის გამოყენება სავალდებულო, საჭირო და მისაღებია.