"თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქში დასუფთავების გეგმიურ სამუშაოებს განაგრძობს - Palitra News

"თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქში დასუფთავების გეგმიურ სამუშაოებს განაგრძობს

2022-06-24 11:14:57+04:00

"თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქში დასუფთავების გეგმიურ სამუშაოებს განაგრძობს. ე.წ დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ქუჩებსა და სადგურის მოედანზე დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ქაფით მოირეცხა: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის და თევდორე მღვდელის ქუჩები. ასევე, გაირეცხა ნაგავშემკრები კონტეინერები, ხოლო აბასთუმნის ქუჩაზე, მოხდა ძველი ურნების ახლებით ჩანაცვლება.