რა არის ატოპიური დერმატიტი და რომელ ასაკში ვლინდება ყველზე მწვავედ? - Palitra News

რა არის ატოპიური დერმატიტი და რომელ ასაკში ვლინდება ყველზე მწვავედ?

2022-06-29 14:30:16+04:00

ატოპიური დერმატიტი ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ძირითადად ვითარდება ადრეულ ასაკში და ხასიათდება გამწვავებებით.

ატოპიური დერმატიტი პრაქტიკულად არ იწვევს სიკვდილობას, მაგრამ აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ასეთ პაციენტებში ხშირია კანის სიმშრალე.

ამასთან, საყურადღებოა რომ ატოპიური დერმატიტის-ს მქონე ბავშვთა დაახლოებით 30-50%-ს უვითარდება ასთმა, ხოლო 35-70%-ს კი - ალერგიული რინიტი.